- ტრანსპორტი
გარემოს დაბინძურების ერთ- ერთ ფაქტორად ითვლება ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი.
წყარო:
ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომანქანებზე მოდის ჰაერის დაბინძურების 40%. ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს“ ეთილირებული ბენზინი “წარმოადგენს. ავტოტრასებთან მდებარე სასოფლო- სამეურნეო კულტურები ადამიანისთვის მავნეა, რადგან მცენარეები ადვილად ითვისებს გამონაბოლქვს.საჰაერო ტრანსპორტსაც ატმოსფერის დაბინძურებაში დიდი წვლილი შეაქვს. თვითმფრინავი კი ტოვებს შხამიან გამონაბოლქვს.
2. მრეწველობა
გარემოსათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის წყაროა, ის მძიმე მეტალებსა და შხამებს უშვებს ატმოსფეროში, ტაც დიდ საფრთხეს ქმნის ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
3. ენერგეტიკა
ყველამ კარგად ვიცით ენერგიის სახეობების, როგორ დადებითი , ისე უარყოფითი მხარეები. მათი გამოყენებაზე უარის თქმა გამორიცხულია, მაგრამ მისი გამოყენების შედეგად ხდება ატმოსფერის, ნიადაგის, მიწისქვეშა წყლების დაბინძურება.
4. სოფლის მეურნება
თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ყველაზე უვნებელი სფეროა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ყოფილა. შხამ- ქიმიკატების უაზრო გამოყენებამ, სარწყავი სისტემის არასწორმა დაგეგმარებამ ,ქარსაცავი ზოლების განადგურებამ გამოიწვია ეროზია და მიწის ნაყოფიერების დაქვეითება.
5. საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები
საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები, დღეს დიდი ქალაქების სერიოზული პრობლემაა. ძალიან ბევრი ნაგავი გროვდება წლის განმავლობაში ერთ ადამიანზე. ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაგავს თუ თვალს მოვაშორებთ, ის გაქრება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება. ნარჩენების უმეტესობა ლპება და ჰაერში სხვადასხვა საზიანო აირებს გამოჰყოფს.
6. ელექტრო მაგნიტური გამოსხივებით, ხმაურითა და ვიბრაციით გამოწვეული უსიამოვნებანი
7. ქიმიის წარმატებები და მისი ავ- კარგი
ქიმიის მეცნიერება დიდ ნაბიჯებით წინ წავიდა. და , რა თქმა უნდა, ეს ცუდ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და მოაქვს ბევრ დაავადებებს.
შედეგები:
ნიადაგი დედამიწის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მას იწვევს ადამიანების მიერ გადაყრილი ნაგავი. გადაყრილი პლასტმასის ბოთლები კი ძალიან ცუდ გავლენას იწვევს, რადგან ზოგი პლასტმასის ბოთლები არ ლპება.
წყარო:
წყარო:
- წყლის დაბინძურება
მთავარი პრობლემებიდან ერთ- ერთია. ზღვებში, მდინარეებში ჩამდინარე მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები, რადიოქტიური ნარჩენები დიდ ზიანს აყენებს ცოცხალი ორგანიზმებისთვის. გემები და წყლის ტრანსპორტებიც აბინძურებენ წყალს ნავთობით.
- ჰაერის დაბინძურება
გარემო და ჯანმრთელობა
გარემოს დაბინძურების გამო ევროპაში ყოველწლიურად 1900 ბავშვი იღუპება. დაბინძურებული გარემო წარმოქმნის ბავშვებში: ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ რინიტს, კანის ალერგიულ რეაქციებს. გარემოს დაბინძურების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე არიან ბავშვები 3-დან 6 წლამდე და მოხუცებო 60 წლის ზემოთ.
საზოგადოება გარემოს მიაყენა საშიში ჭრილობები და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლიათ ვიმკურნალოთ მას.
თუ ჩვენი გარემო და ბუნება იქნება ჯანმრთელი, ჩვენც ვიქნებით ჯანმრთელები!!!
No comments:
Post a Comment